20 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
კახელი მევენახეები პარლამენტში მისვლას აღარ აპირებენ

კახელი მევენახეები დღეს პარლამენტში კანონმდებლებთან შეხვედრას აღარ აპირებენ. მათი თქმით, შეხვედრას აზრი არ აქვს და კვლავ აქციების გამართვას ამჯობინებენ.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებთან შეხვედრას და პრობლემის დიალოგის გზით მოგვარებას გეგმავს. მმართველი გუნდის შეფასებით, მოსავლის ნაწილი უკვე ჩაბარებულია, მევენახეების ნაწილი კი შეთავაზებული სუბსიდიით კმაყოფილია.

სუბსიდირების საკითხზე უკმაყოფილო გლეხებსა და კანონმდებლებს შორის ხმაურიანი შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა. მათი მთავარი მოთხოვნა ყურძნის ფასის ლარამდე გაზრდა და ქარხნების მიერ პროდუქციის ჩაბარების დროულად დაწყება იყო. შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები