27 მაისი 2024,   01:18
ვრცლად
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 885 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით სულ 885 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია მოხდება. ინიციატივა მთავრობის მეთაურს ეკუთვნის. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

გურიის მსგავსად, პროგრამის ფარგლებში, 5 ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქვემო ქართლის რეგიონში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღი სრულად განახლდება. მოეწყობა სათამაშო სივრცეები და საძინებელი ოთახები.რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა, კომუნიკაციებისა და სველი წერტილების შეკეთება.

2023 წლის ბოლომდე დასრულდება 135 ახალი ბაღის და 100 სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. პროექტის ღირებულება 100 მილიონი ლარია.

ქვეყნის მასშტაბით ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამის განხორციელებას საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი მოხმარდება.

დღის ამბები