20 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
დახურული სკოლა სოფელ ჩითახევში - მოსწავლეებს ახალ სკოლამდე 7 კილომეტრის გავლა მოუწევთ

წელს პირველად ბორჯომის რაიონის სოფელ ჩითახევის სკოლაში ახალი სასწავლო წელი არ დაწყებულა. სკოლის დახურვა სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყდა.

სასწავლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეები დადიოდნენ, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დაიხურა.

დღეიდან ბავშვებს დვანის სკოლაში მოუწვთ გაკვეთილებზე სიარული, რომელიც სოფლიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ჩითახევის სკოლა სოფლის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობდა, 3 საკლასო ოთახში იყო განთავსებული და მასში მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობდნენ.

დირექტორი მშობლების საპასუხოდ მინისტრის მიერ ერთი კვირის წინ გაცემულ ბრძანებას განმარტავს და სკოლის დახურვის კიდევ ერთ მიზეზად, მასში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს არარსებობას ასახელებს.

მინისტრის ბრძანებისა და დვანის სკოლის დირექტორის საბოლოო გადაწყვეტილებით ჩითახევში სკოლა წელს არ გაიხსნება.

ავტორები: მარიკა გოცირიძე, ნატა კვირჩილაძე, მამუკა ჯანაშია, ნათია ბუცხრიკიძე. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები