20 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
სკანდალური რთველი - დეპუტატს პრემიერის მიმართვის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ

გურჯაანი არ ცხრება. მევენახეების პროტესტი სულ უფრო მატულობს და აქციებიც მასშტაბური ხდება. დღეს გადაკეტილი იყო თბილისთან დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი.

გლეხები სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. საბოლოოდ პოლიციამ ძალის გამოყენებით გაათავისუფლა გზა და აქციის ორი მონაწილეც დააკავა. ორივე მათგანი დღის ბოლოს გაათავისუფლეს.

დაკავებულია კიდევ ერთი პიროვნება, თუმცა სულ სხვა ბრალდებით. მან გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატი ამ ინციდენტის უკან მთავრობის ხელმძღვანელის დღევანდელ განცხადებებს ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეების ნაწილი "პროვოკატორებად" მოიხსენია და კახეთში ვითარების გასაკონტროლებლად შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები