მერიას აკრიტიკებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე. დავით მესხიშვილმა დედაქალაქში არსებულ საცობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ დაწყებულა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.
მისივე განმარტებით, მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია ქალაქის კონკრეტულ გზებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები მერიას კონკრეტულ გეგმას სთავაზობენ.
„როდესაც იზრდება ავტომობილების რაოდენობა, მერიამ უნდა გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები,“ - აცხადებს დავით მესხიშვილი.