გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის საშუალო სკოლებში პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა.
პედაგოგების ნაწილი გაკვეთილების შეწყვეტას ადასტურებს. როგორც მათ კურიერის გადამღებ ჯგუფთან განაცხადეს, რომ ინფორმაცია სწავლის შესახებ გუშინ მიიღეს.
მეხუთე საჯარო სკოლაში გაკეთებული განცხადებები კურიერის გადამღებმა ჯგუფმა რესურსცენტრში გადაამოწმა. ლელა იმედაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლები დასვენების დღეებს თავად ირჩევენ და სწავლის შეწვეტას გურიაში მასობრივი ხასიათი არ ჰქონია.
ინფორმაციას სწავლის შეწყვეტის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური არ ადასტურებს.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებასი ნათქვამია, რომ სახალხო ზეიმში, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის, მოსახლეობა საკუთარი სურვილით მონაწილეობს, რაც, ბუნებრივია, სასწავლო და სამუშაო პროცესის შეფერხებას არ იწვევს.
"ასევე აღსანიშნავია, რომ ზეიმი 14 საათზე იწყება, რა დროსაც სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სამუშაო პროცესიც, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სახალხო ზეიმს საჯარო მოხელეები სურვილისამებრ შეუერთდნენ," - ნათქვამია განცხადებაში.