20 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
თბილსის გენერალური გეგმის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს დედაქალაქის მერიაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველი ადგილი შპს თბილსის ჯგუფისა და სითი ინსტიტუტის საქართველოს წარდგენილმა ერთობლივმა პროექტმა მოიპოვა, რომელთანაც მერია ხელშეკრულებას გააფორმებს.

დოკუმენტის საფუძველზე, 18 თვეში კომპანიამ მიწათსარგებლობის სრულყოფილი გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს.

კონკურსში მონაწილე გამარჯვებული კომპანიის წარმოდგენილ პროექტში მერია 50 ათას ლარს გადაიხდის, თანხა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით განისაზღვრება. 

მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტებისთვის შესაბამისად 30 ათასი და 20 ათასი ლარია გათვალისწინებული.  

19 მაისს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს როგორც საქართველოს, ისე, სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთა გაერთიანებას, ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საკონკურსო წინადადებების მიღება 2015 წლის 1 აგვისტოს დასრულდა.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები