თბილისის ბაგა-ბაღებში კვების 83 პროდუქტზე ტენდერი ან ვერ ჩატარდა ან ჩავარდა - ამ განცხადებას საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები აკეთებენ.
სევდია უგრეხელიძის თქმით, ბაღებში კონტინგენტის გაზრდასთან ერთად, კვების პრობლემებიც შეიქმნა.
მისი განმარტებით, სახელმწიფო კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და ბაგა ბაღებს კვების პროდუქტების მათგან ყიდვას აიძულებს.
„გარკვეული კომპანიების დამთხვევა ხდება ვისგანაც ამას იძენენ და რის საფუძველზე იძენენ გაურკევველია. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს ეს ხდება გარკვეული კომპანიების ლობირება,“ - განაცხადა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ.
მმართველ გუნდში ლობირებას გამორიცხავენ და ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განმარტებით, ტენდერებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია გამჭვირვალეა.
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ ყოველგვარ ლობირებას, ყოველგვარ იმ სიმახინჯეს, რომელსაც ჩვეული იყო ნაციონალური მოძრაობა,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.