სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გიგი უგულავას დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციას სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არასამთავრობო ორანიზაცია თავისუფალი ზონის წარმომადგენლები მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გუშინ საღამოს 9 საათის შემდეგ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა უკანონოა.
სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები მოუწოდებენ მინისტრს დროულად მოხდეს დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, გათავისუფლება.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მისი პატიმრობაში ყოფნა უკანონოდ მიიჩნია.