20 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
"თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ნებისმიერი ადამიანი არის საფრთხეში", - ელენე ხოშტარია

"თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება ნებისმიერი ადამიანი არის საფრთხეში,"- ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. 

ელენე ხოშტარია თბილისის ყოფილი მერის განთავისუფლებას მოითხოვს და საქალაქო სასამართლოსთან ელოდება გადაწყვეტილების მიღებას. 

"ნებისმიერი ადამიანი დღეიდან, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, არის საფრთხეში. ამ პროცესებით ჩანს, რომ მთავარი გარანტი ჩვენი თვისუფლების არაფერს არ ნიშნავს იმ მომენტში როდესაც ამ ხელისუფლებას უნდა პოლიტიკური ოპონენტის დასჯა. ამ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარია. ეფექტი არის ამისი ძალიან დიდი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები