ახალშობილი იპოვეს დღეს ვარკეთილის დასახლებაში. ბავშვი, რომელიც ექიმების თქმით, სულ რამდენიმე საათის დაბადებული იყო, გამვლელმა შემთხვევით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აღმოაჩინა.
ბავშვი მიწით, მზესუზირის ნაჭუჭებით და სხვა ნაგვით იყო დაფარული. ახალშობილს არ ჰქონდა გადაჭრილი ჭიპლარი, რის გამოც დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. პატარას სხეულზე ნაკაწრებიც აღენიშნებოდა.
2 კილოგრამი და 820 გრამი წონის ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც მძიმეა და ბავშვი რეანიმაციის განყოფილებაშია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.