14 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5,9%-მდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა - მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5,9%-მდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

2022 წელს სომხეთი და საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იყვნენ, ზედიზედ უკვე მეორედ. საქართველომ 2023 წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, პროდუქციის გამოშვება 7,5%-ით გაიზარდა.

ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ავტომობილების რეექსპორტის ბუმი საქართველოში ექსპორტის ორნიშნა ზრდას განაპირობებდა, მიუხედავად ნედლი ლითონების ექსპორტის შემცირებისა, რაც გლობალური ფასების კლებას მოჰყვა. ფულადი გზავნილების შემოდინება ბოლო თვეებში შემცირდა, მაგრამ სტაბილურობას ინარჩუნებდა.

დღის ამბები