საპენსიო სააგენტომ, რისკების კონტროლის მიმართულებით, ISO სტანდარტთან შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი გაიარა და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.
დოკუმენტი ადასტურებს, რომ საპენსიო სააგენტოში, რისკების კონტროლი, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის, კონფიდენციალურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს.
ISO სერტიფიკატი დაეხმარება სააგენტოს რისკების კონტროლის გაუმჯობესებაში. რისკების უფრო ეფექტურად იდენტიფიცირებისა და მისი შემცირების კუთხით.