ამ წუთებში ხმაურია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სადაც გიგი უგულავას დაკავების გასაპროტესტებლად მოქალაქეები მივიდნენ.
სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა. დაკავებული პირების სამმართველოში გადაყვანის საშუალებას პოლიციელებს აქციის მონაწილეები არ აძლევდნენ ისინი საპატრულო მანქანას წინ გადაუდგნენ.
ამ დროს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა.
მიუხედავად წინააღმდეგობისა სამართალდამცავებმა დაკავებულები პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.