27 მილიარდ 800 მილიონი ლარი - ეს არის 2024 წლის ბიუჯეტი. 2012 წელს კი ის 8,5 მილიარდი ლარი იყო, ანუ ბოლო 12 წელიწადში, ბიუჯეტი, 19 მილიარდ 300 მილიონით გაიზარდა. მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვა, პარლამენტში დღეს იწყება.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები, გაზრდილი პენსია, მომატებული ხელფასები, განახლებული ბაღები და სკოლები, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაც პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 2024 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი