კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68%-ი დაიმსახურა და მსოფლიოში მე-20-ე, ევროპაში კი 11-ე ადგილი დაიკავა. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვის მიხედვით საქართველოს წინსვლა აქვს კანონის უზენაესობის მიმართულებითაც.
შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 64%-ი აიღო და სახელმწიფოთა შორის რეიტინგში 29-ე ევროპაში კი 14-ე ადგილი დაიკავა. კანონის უზენაესობით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 3 ქვეყანას.