14 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა, ერთდროულად პარლამენტის ექვსი კომიტეტის სხდომაზე იგეგმება

მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა, დღეს, ერთდროულად პარლამენტის ექვსი კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. 2024 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონით არის განსაზღვრული და ის მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 5 მილიარდით მეტია.

ოფიციალური ინფორმაციით, დამატებითი თანხები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებს, გაზრდილ პენსიასა და მომატებულ ხელფასებზეა გადანაწილებული. ბიუჯეტს აკრიტიკებს ოპოზიცია.

ხელისუფლების ოპონენტები, ეჭვის თვალით უყურებენ თავად ბიუჯეტის ზრდასაც და ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი არჩევნებისთვის კეთდება. მოსახლეობის კეთილდღეობაზე აკეთებენ აქცენტს მმართველ გუნდში.

დღის ამბები