საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საბანკო ასოციაციის პრეზიდენტსა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრისას ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე. საუბარი ასევე შეეხო საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობისა და რისკების შემცირების საკითხებსაც.