ხანძარი იყო წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი ბუჩქნარში გაჩნდა და რამდენიმე ჰექტარზე გავრცელდა. დაიწვა ერთერთი ადგილობრივის თხილის ბაღი.
შემთხვევის ადგილზე ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზესტაფონისა და სამტრედიის სახანძრო - სამაშველო სამსახურის ჯგუფები იყო მობილიზებული.
ცეცხლის ჩაქრობას ქარიანი ამინდი უშლიდა ხელს, რის გამოც ცალკეული კერების ლოკალიზება გვიანობამდე გაგრძელდა.
არსებობდა ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მისი ჩაქრობა დროულად მოხერხდა.
ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.