20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"ხელისუფლებას მედიასთან მიმართებით გადაკვეთილი აქვს უკვე ყველა წითელი ხაზი" - ნიკა გვარამია

რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები და სხვადასხვა მედიასაშუალებებში დახურული თოქშოუები - მედიაში შექმნილ ვითარებაზე ღია დისკუსიაზე იმსჯელეს.
შეხვდერის მონაწილე მედიასაშუალებების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ თავისუფალი მედიაგარემოს მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადრებას.

„ნამდვილად მოვიდა იმის დრო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც, დიპლომატიური კორპუსიც და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან წარმატებულად მუშაობენ ამ მიმართულებით, მაგრამ მაინც ჩაერინო და მათი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველამ თავისი სიტყვა თქვას, რადგან ხელისუფლებას მედიასთან მიმართებით გადაკვეთილი აქვს უკვე ყველა წითელი ხაზი და ეს არ არის მარტო რუსთავი 2. ეს არის სერიოზული ტემპით და დიდი ნაბიჯებით სიარული მედიის შეზღუდვისკენ, თან ძალიან მძიმე შეზღუდვისკენ, რაც გამოიწვევს იმას, რომ პლურალისტული გარემო ქვეყანაში მოისპობა და 2016 წლის არჩევნები როგორც არ უნდა ჩატარდეს პროცედურულად, თუ  პარალელურად არ იქნა მედია პლურალიზმი, ეს გამოიწვევს იმას, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი,“ - განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ   

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინფორმაცია არსებულ პრობლემებსა და გადაცემების დახურვის მიზეზებზე დიპლომატებს გააცენს.

"საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება დაინტერესებული იყოს სახელმწიფო იმით, რომ კონკრეტული მედიასაშუალება არ იყოს ისეთი აქტიური, როგორიც ის არის. ასევე, ის, რომ კონკრეტული ჟურნალისტები არ იყვნენ კონკრეტულ თოქშოუებში, ესეც შესაძლებელია იყოს სახელმწიფოს ინტერესი, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ეს დამთხვევები, რაც მოხდა უკვე ბოლო თვეების განმავლობაში, ცხადია, რომ არის არასასურველი და საგანგაშო," - განმარტა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. 

დღის ამბები