14 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
თბილისში დღეს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი იხსნება

60 ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრები - თბილისში, დღეს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი იხსნება.

ცერემონია, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგება. დაგეგმილია თემატური დისკუსიები. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, შავი ზღვის ელექტრო კაბელია, რომელიც მწვანე ენერგიას საქართველოს გავლით ევროპას მიაწვდის. საუბარი იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზეც, რომელმაც ასევე განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშოს აზიური ტვირთების გატარებაში.

ენერგეტიკისა და ტრანსპორტის გარდა, იმსჯელებენ ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ციფრული ინოვაციების საკითხებზე. გაფორმდება პარტნიორული მემორანდუმები.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს. თბილისში დაგეგმილ შეხვედრებს, ბრიუსელიდან გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები