საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ბრიუსელში, ე.წ "კონტრიბუციის შეთანხმება" გაფორმდა.
დოკუმენტს, ხელი ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა მოაწერეს.
შეთანხმება, "საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას" ხელს შეუწყობს. პროექტის მეშვეობით, ქვეყანა გრანტის სახით, 16 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერას მიიღებს.