14 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
გეოპოლიტიკური მდებარეობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, განაპირობებს მთავრობის მისწრაფებას, შექმნას რეგიონული ჰაბი და საქართველო მთავარ დანიშნულების ადგილად აქციოს - ნათია თურნავა

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მიიღო მონაწილეობა. ის მთავარი მომხსენებელი იყო პანელურ დისკუსიაში "ფინტექის მომავალი მზარდ ეკონომიკაში".

დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კერძოდ, 500 Global-ის პარტნიორი პედრო ვიეირა, MME-ის იურიდიული პარტნიორი, არაერთი საერთაშორისო ტექნოლოგიისა და ფინანსური ბაზრის კომპანიის მრჩეველი ანდრეას გლარნერი, Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუ. Pave-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი სალიმ დანანი.

როგორც თურნავამ განაცხადა, ქვეყნის ევროკავშირთან ჰარმონიზებული სამართლებრივი სისტემა და გეოპოლიტიკური მდებარეობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, განაპირობებს საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, შექმნას რეგიონული ჰაბი და საქართველო მთავარ დანიშნულების ადგილად აქციოს.

"ფინტექსა და ტრადიციულ საბანკო სერვისებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს ძალიან დიდი უპირატესობაა. ქვეყნის ევროკავშირთან ჰარმონიზებული სამართლებრივი სისტემა და გეოპოლიტიკური მდებარეობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, განაპირობებს საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, შექმნას რეგიონული ჰაბი და საქართველო მთავარ დანიშნულების ადგილად აქციოს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძლიერი და გამჭვირვალე საბანკო სისტემა აქვს. ეს სექტორი არა მხოლოდ ჯანსაღი და მომგებიანი, არამედ ინოვაციურიცაა. მინდა აღვნიშნო, რომ ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კომერციულმა ბანკებმა ლიდერის როლი შეითავსეს. საქართველოსთვის ეს არის საკმაოდ დიდი სარგებელი, ქვეყანა მომგებიან პოზიციაშია, ვინაიდან ხელს უწყობს ფინტექ მიმართულებით ინფრასტრუქტურის შენებასა და თანამედროვე პროდუქტების შექმნის პროცესს", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღის ამბები