საქართველო, წელს, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წლიური შეხვედრის თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვით გაიხსნა.
ოთარ შამუგიამ, საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მდგომარეობაზე და ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში საქართველოს წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების მიზანი, ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ხელშეწყობა, ინფორმაციის გაზიარება და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელებაა.