20 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე მეტ კონტროლს ითხოვს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე მეტ კონტროლს ითხოვს. თამარ ქალდანი თვლის, რომ რთული იქნება ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც თვალთვალისა და ფარული მიყურადების პრობლემას მთლიანად მოხსნიდა.

ქალდანი, რომელსაც კანონმდებლობამ ორიდან ერთ-ერთი გასაღები ჩააბარა, არ გამორიცხავს რომ თვალთვალს, ან უკანონო მოსმენას, ძალოვანი უწყება მისი გვერდის ავლით ახორციელებდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არ აქვს შესაბამისი ბერკეტები იმისათვის, რომ მოახდინოს სრული კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

მათმა ნაწილმა კამპანია ეს შენ გეხებას ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას ელოდება.

ამ პროექტის თანახმად ინსპექტორს, ძალოვანი უწყების მიერ გამოყენებულ პროგრამებზე უფრო მეტი წვდომა და უშიშროების სამსახურის კონტროლის უფლება მიეცემა.

ოპოზიცია თვლის, რომ ამ ინსტიტუტის შემოღებით პრობლემა არ მოგვარებულა და მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ უსმენს, მმართველ გუნდში კი ქალდანის საქმიანობას წარმატებულად აფასებენ.

ავტორები: ეკა გაგუა, გიორგი კვიწინაძე, ზურა მანაგაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები