ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში განიხილეს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.
საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მნიშვნელობას და შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ პროექტს.
„დაახლოებით 30 სკოლის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განხორციელდება. დასრულდა ასევე გამოცხადებული კონკურსი პროფესიული განათლების ნაწილში, რომელის ფარგლებშიც 16 მილიონი დოლარი უნდა განაწილდეს,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.