მაესტროს გაკოტრების მოთხოვნით სასამართლო ტელეკომპანიის დირექტორმა მიმართა.
ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ მთავარ მეწილესთან, მაკა ასათიანთან, შპს მაესტროს დაუგროვდა დავალიანება, რომელსაც მაესტრო ვერ იხდის და მიმართავს სასამართლოს, გაკოტრებულად გამოაცხადოს.
თავის მხრივ, პროცესს ეწინააღმდეგება მაესტროს 25%-ის წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე და აცხადებს, რომ ტელეკომპანიას შეგნებულად აკოტრებენ და პროცესებიდან მისი ჩამოშორება სურთ.
გაჩეჩილაძის ადვოკატი ტელევიზიის ლოგოს გასხვისების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.