20 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ბათუმელი მეზღვაურის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ბათუმელი მეზღვაურის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც სოსლან კაკაბაძე მზარეულად მუშაობდა, 24 აგვისტოს ლიბიელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

ოჯახის ინფორმაციით, ეკიპაჟი არალეგალური ნავთობის გადატანის მცდელობის გამო დააკავეს, თუმცა, ეკიპაჟს უკანონ ტვირთვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

კაკაბაძის ახლობლების თქმით, მეზღვაური თითქმის 1 თვეა ლიბიის წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში იმყოფება და მას ვერ უკავშირდებიან.

მეზღვაურის მეუღლის დონარი გოგიტიძის თქმით, როდესაც სოსლან კაკაბაძეს ესაუბრა უთხრა რომ ის ნაცემი იყო.

 

 

 

დღის ამბები