20 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
"თუ გუბერნატორმა ასეთი სხვლა იცის, ავშენებულვართ, ძირშია გადაჭრილი სულ," - გრიშენკო კახეთის გუბერნატორს პასუხობს

კახეთში სოფელ კარდენახში გუშინ გუბერნატორის მიერ გაკეთებულ განცხადებას ის მევანახე გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ ვაზი პროტესტის ნიშნად დაჩეხა. 

მევენახე ამბობს, რომ მან ვაზი კი არ გასხლა, გაჩეხა. მიზეზად გელა გრიშენკო 1 კილოგრამ ყურძენზე არსებულ დაბალ ფასს ასახელებს. 

"მივიღე ჩემი ვენახის გაჩეხვის გადაწყვეტილებაც და მომიჯვნი ვენახის გადაღებაც გასამწვავებლად. თუ გუბერნატორმა მასეთი სხვლა იცის, მაშინ აშენებულა საქართველო. ვაზი გაგვიშენებია უმაღლეს დონეზე. ეს ვაზი ისხვლება, გულის პირზე იჭრება და მერე კავდება. 2 სამი კვირტია ალაგ-ალაგ დარჩენილი. თუ ჩამეძიება, დამიკავშირდეს და როცა ძირებს ამოვყრი ვანახებ," - განაცხადა გელა გრიშენკომ. 

კახეთის გუბერნატორის განცხადებებს უპასუხა ნუნუ გრიშენკომაც, რომელიც ამბობს, რომ კახეთში მცხოვრები ადამიანების ნაწილს ვაზი მისი დაბალი ფასის გამო აღარ სჭირდებათ. 

"მე არ გავაჩერებ ვენახს, ბევრი ამბობს კახეთში რომ ვაზი აღარ უნდა. რა არის შვილო გასხლული, ძირშია გადაჭრილი," - აცხადებს მევენახე ნუნუ გრიშენკო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები