20 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
გომარეთის მოსახლეობა მიწის გარეშე დარჩა - ადგილობრივები ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

სახნავ-სათეს მიწებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე თვეა ვეღარ ამუშავებს. მიზეზი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონია, რომლის საფუძველზეც აღნიშნული მიწის ნაკვეთი უცხოელ ინვესტორს იჯარით გადაეცა.

ადგილობრივები აუქციონის შედეგების გაუქმებას და იმ მიწების დაბრუნებს ითხოვენ, რომელსაც წლებია ამუშავებენ. 

ადგილობრივები ინვესტორ კომპანიას მიწის ნაკვეთზე მუშაობის საშულებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ მიწა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. გლეხების მოთხოვნებს სოფლის გამგებელიც უერთდება.

კომპანიაში კი სამუშაოების შეჩერებას არ აპირებენ, ადგილობრივების პროტესტს კი კონკრეტული პირების ინტერესებს უკავშირებენ.

ავტორები: მარიამ შანშიაშვილი, დავით მაისურაძე, გიორგი შეშაბერიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები