20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ხმაურიანი სხდომა ფეხბურთის ფედერაციაში

ფეხბურთის ფედერაცია კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად აზრთა სხვადასხვაობა საფეხბურთო წრის წარმომადგენლებში აღმასკომის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც გურიის ფეხბურთის ფედერაციის დელაგატად გოჩა ტყებუჩავა აირჩიეს. 

"ვინაიდან გამგეობის სხდომა წესების დარღვევით ჩატარდა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი კახაბერ ებრალიძის განცხადება გოჩა ტყებუჩავას წარმოდგენის თაობაზე,"- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტმა გიორგი ანთაძემ. 

ამავე თემაზე ისაუბრა თავად გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემაც. 

"მივიღე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და წარვადგინე გოჩა ტყებუჩავა. განიხილა აღმასკომმა და და დაამტკიცა ტყებუჩავა. მე 6 თვის განმავლობაში რამდენჯერმე დავაყენე ეს კანდიდატურა და არასდროს არ ყოფილა პრეტენზიები,"- განაცხადა ებრალიძემ. 

აღმასკომის სხდომას უკანონოს უწოდებს თბილისის დინამოს პრეზიდენტი რომან ფიფია და არ გეგმავს აღმასკომის სხდომებს დაესწროს. 

"აღმასკომის არჩევნებამდე მე არ მივიღებ სხდომებში მონაწილეობას. ეს არ არის ლეგიტიმური გადაწყვეეტილება. მე ამას არ ვცნობ და არ ვეთანხმები. ამ უკანონობის გაპრავებას მე  ხელს არ მოვაწერ,"- განაცხადა რომან ფიფიამ. 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები