20 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
საფეხბურთო კლუბის "ზესტაფონის" პრეზიდენტს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. 

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა მიღებული. კურიერის ინფორმაციით სხდომაზე კოკაიასთვის საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნა ვეტერანმა ფეხბურთელებმა მოითხოვეს, რომელიც აღმასკომის წევრებმა ერთხმად დააკმაყოფილეს.

"კოკაიამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გამოთქმებით შეამკო ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე და მთლიანად მისი გუნდი, აქედან გამომდინარე განხილული იყო ეს საკითხი. წერილში იყო მოთხოვნილი, რომ კოკაიას საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობა აეკრძალოს. აღმასკომმა ეს გადაწყვეტილება დააკმაყოფილა,"- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ. 

აღმასკომის განცხადებას გამოეხმაურა თავად ილია კოკაიაც, რომელიც როგორც ჩვენს ტელეკომპანიას ასევე ქართულ ფეხბურთს დაემშვიდობა. 

"არც საქართველოში ვარ არც აღმასკომი მაინტერესებს. კარგად ბრძანდებოდეს ქართული ფეხბურთიც და რუსთავი 2-იც. კარგად ბრძანდებოდეთ და  მეტი აღარ დამირეკოთ მაგ საკითხზე,"- განაცხადა ილია კოკაიამ კურიერთან  სატელეფონო საუბრის დროს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები