20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
გორის საკრებულო ქალაქში სტალინის ძეგლის დაბრუნებაზე მსჯელობისთვის ემზადება

გორის საკრებულოს ბიუროზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომაზე დეპუტატები სტალინის ძეგლის დადგმის საკითხზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

თვითმმართველობას ამ მოთხოვნით გორის მერმა მიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს სხდომას ესწრებოდა ამ მოთხოვნას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის, თუმცა რამდენად კანონიერად მიმდინარეობს პროცესი ან არსებობს თუ არა ყველა საკმარისი დოკუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად ზურაბ ჯირკველიძემ არ იცის. ისევე როგორც არ აქვს ინფორმაცია რა სტატუსის მატარებელი იქნება 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ გორის ცენტრალური მოედნიდან მოხსნილი მონუმენტი.

სტატუსი, რომელზეც გორის მუნიციპალიტეტის მერს ინფორმაცია არ აქვს, მისივე შეტანილ განაცხადშია მითითებული, სადაც გარკვევით წერია, რომ საკრებულომ არა სამუზეუმო ექსპონატზე, არამედ სტალინის ძეგლის დადგმაზე უნდა იმსჯელოს. 

ავტორი:ეკა გაგუა

დღის ამბები