20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
გასაყიდად გამზადებული ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ გადაეცა

ბობოყვათის რეზიდენცია, რომლის გაყიდვასაც ხელისუფლება 25 მილიონად გეგმავდა საპატრიარქოს გადაეცა.

სანაცვლოდ მთავრობამ კრწანისის ტყე–პარკი დაიბრუნა, რომელიც საპატრიარქოს მფლობელობაში იყო.

რა გახდა ამ გაცვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც უცნობია რა დანიშნულება ექნება ყოფილი რეზიდენციის ტერიტორიას, თავისი 18 ნაგებობით და 12 ათასი კვადრატული მეტრი სანაპირო ზოლით.

თავის მხრივ არც მთავრობაში აკონკრეტებენ, რა იგეგმება კრწანისის ტყე–პარკში, სადაც დღეს არსებული სტატუსის მიხედვით არანაირი მშენებლობა არ შეიძლება.

არსებულ შეთახმებას ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებენ ოპოზიცის წევრები. ამ გარიგებაში ოპოზიცია არც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს გამორიცხავს.

ბრალდებებს არ იღებს დედაქალაქის მერი, თუმცა დავით ნარმანიამ არ იცის, სამომავლოდ რა დანიშნულება ექნება კრწანისის ტყე-პარკს.

ავტორი: ეკო მაღრაძე

 

დღის ამბები