სოფელ დვანიდან გატაცებული 13 წლის ტატო მამაგულიშვილი გათავისუფლებულია. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი 2-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მათი თქმით სამსახურმა შესაბამისი ზომები გაატარა და გატაცებული არასრულწლოვანის გათავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოფელ დვანიდან ერთი ოჯახის 2 წარმომადგენელი გაიტაცეს, მათ შორის ერთი 13 წლის ბიჭი იყო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაგულაშვილები მდინარე ფსაზე სათევზაოდ იყვნენ წასულები.
არსებული ინფორმაციით ისინი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.