ბათუმში რეკლამის საერთაშორისი ფესტივალი გაიხსნა. ქალაქი მსოფლიოს ასამდე სარეკლამო კომპანიას, წამყვან მარკეტოლოგსა და პიარტექნოლოგს მასპინძლობს. ისინი მონაწილეებისთვის ტრენინგებს ჩაატარებენ.
ფესტივალის ფარგლებში კონკურსი გაიმართება, საუკეთესო ნამუშევარს კი ჟიური გამოავლენს. ღონისძიების დასრულებამდე სტუმრებისთვის კულტურული ტურებიც მოეწყობა.
ფესტივალის გახსნას საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც დაესწრო.