ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორი თელია სონერას ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. პაველ სმალინსკის განმარტებით, მომავალ ინვესტორის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მისი განცხადებით, პროცესი ღიაა.
"ჯერ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაგვიდგამს რომელიმე ინვესტორთან, არის რაღაც მოლაპარაკებები, მაგარმა ძალიან ადრეული ეტაპია იმისთვის, რომ ვთქვათ როგორ დასრულდება იგი. თელია სონერას სურს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, სწორედ ამიტომაც გამოაცხადა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადის ევრაზიის რეგიონიდან. მას სურს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი მითქმა-მოთქმა და ყველა დაინტერესებულმა მსურველმა მიიღოს მონაწილება პროცესში. ამ რეგიონის 7 ქვეყანაში „თელიასონერა“ ზოგან საკონტროლო პაკეტს ფლობს, ზოგან კი „ფინტურის“ მეშვეობით აკონტროლებს კომპანიებს - მაგალითად, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და მოლდავეთში. ამ ეტაპზე პოტენციურად დაინტერესებული ინვესტორმა თურქსელმა გამოხატა ამ 4 ქვეყანაში კომპანიების შესწავლის სურვილი შემდგომი შესყიდვის მიზნით. თუმცა პროცესი ღიაა ყველასთვის. მინდა გითხრათ, რომ ჯეოსელი გეგმის მიხედვით აგრძელებს მუშაობას და ორიენტირებულია სტრატეგიულ ზრდაზე," - განაცხადა პაველ სმალინსკიმ.
ავტორი: სოფო ზურაბიანი