20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
რეფრეშ-გამოიცეკვე - სუხიშვილების ახალი კამპანია

სუხიშვილები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ახალ კამპანიას იწყებენ.

რეფრეშ–გამოიცეკვე – ამ სახელწოდების პროექტში მონაწილოება 12–დან 16 წლამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გამარჯვებული ბავშვები სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში თვენახევრის განმავლობაში გავლიან რეპეტიციებს, შეისწავლიან ცეკვის ელემენტებს და მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონსძიებებში.

კამპანიის პარტნიორია კოკა-კოლა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს.

კამპანია გალა კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები