20 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ეროსი კიწმარიშვილი "რუსთავი 2-ზე" გადაცემა "60 წუთის" გაკეთებას აპირებდა

გარდაცვალებიდან 14 თვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ეროსი კიწმარიშვილი რუსთავი 2-ზე რამდენიმე პროექტის გაკეთებას გეგმავდა. 

არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი პროექტი უნდა ყოფილიყო გადაცემა 60 წუთის მსგავსი, რომელიც არხზე რამდენიმე წლის წინ გადიოდა. 

ის, რომ გადაცემებთან დაკავშირებით მოლპარაკებები მიმდინარეობდა ამას რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორიც ადასტურებს. 

"სატელევიზიო პროდუქციის შექმნა უნდოდა, ანუ კოპროდაქშენის რუსთავი 2-თან. კაკოს ესაუბრებოდა გოგიჩაიშვილს ამ და სხვა თემებზე. ასევე ჰქონდა რამდენიმე გეგმა სხვადასხვა გადაცემებთან დააკვშირებით.  პრინციპში ჩვენ სერიოზულად ვმსჯელობდით, რადგან მას ჰქონდა ამის კეთების გამოცდილება,"- ამბობს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ამავე თემაზე
დღის ამბები