20 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ნიკა გვარამია იმ ინფორმაციაზე საუბრობს, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა "რუსთავი 2-ის" შესახებ იცოდა

ეროსი კიწმარიშვილი რუსთავი 2-ზე თავდასხმას ვარაუდობდა. ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანიის მოქმედი დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს. როგორც გვარამია ამბობს, ეროსი კიწმარიშვილს მისთვისაც არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ არხზე ძველი მესაკუთრეების მეშვეობით თავდასხმა მოხდებოდა, თუმცა კიწმარიშვილი მოქმედი ხელმძღვანელობის გვერდით დადგებოდა. 

"არაერთგზის უთქვამს მათ შორის ჩემთვისაც, რომ რუსთავი 2-ზე იქნებოდა შეტევა ძველი მესაკუთრეების დახმარებით და ის იქნებოდა ჩვენს მხარეს ამ ვითარებაში. ხაზგასმით ამბობდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა მის გარეშე რუსთავი 2-ზე თავდასხმა განეხორციელებინათ ძველი მესაკუთრეების სახელით. ყველა ის ინფორმაცია, რაც მან იცოდა ჩვენთვის ცნობილი არ არის და არ გვისაუბრია ამაზე, არადა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ინფორმაციის ცოდნა,"- აცხადებს ნიკა გვარამია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები