სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო. ოთარ დანელია მთელი ღამის განმავლობაში, კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ქარხნებს სტუმრობდა.
მინისტრი ახმეტაში კომპანია ახმეტის ღვინის ქარხნის ახლად გახსნილ საწარმოებშიც ჩავიდა და მოსახლეობისგან ყურძნის მიღების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მან კომენტარი რიგებთან დაკავშირებითაც გააკეთა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ამ დროისთვის 75 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.