ხმაური იყო დღეს ფოთში. ე.წ ”ყოფილი სამხედროების ბინების” მაცხოვრებლებმა, გორგასლის ქუჩა ერთი საათით გადაკეტეს.
მათი თქმით, კორპუსს კერძო მესაკუთრე გამოუჩნდა და ბინების დატოვებას აიძულებს.ოცამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს კი, ქუჩაში დარჩენა ემუქრება.
აქციის მონაწილეებს დღეს, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა. ალექსანდრე თოფურია ამბობს, რომ ის შუამავლის ფუნქციას შეასრულებს და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას შეეცდება.