ვაკეში რამდენიმე საათის წინ დაჭრილი 2 ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ დაჭრილები 30 და 32 წლის არიან და ისინი საღ გონებაზე არიან. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წრამომადგენელი ამბობს, დაშავებულებს არ სურთ მედიასთან ურთიერთობა, შესაბამისად დაჭრილთა მდგომარეობის შესახებ განცხადებები არ კეთდება ექიმის მხრიდანაც.
კურიერის ინფორმაციით დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.