იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომის დაწყებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ნინო გვენეტაძე შეთნხმებული პოზიციის დარღვევაში დაადანაშაეულეს. საქმე პარალმენტში ინიცირებულ საერთო სასამართლოების შესახებ კნანოში ცვლილებებს შეეხება.
საბჭოს წევრები ამბობენ, რომ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ხმათა 2/3-ით უნდა გადაწყვეტილიყო და სწორედ ამ პოზიციაზე შეუთანხმდა მათ ნინო გვენეტაძე, რაც ცვლილების საბოლოო პაკეტში ასხაული არ იყო.
ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების პოზიცია მან კანონპროექტის ავტორებამდე მიიტანა, თუმცა საბოლოო სახე კანონპროეტს იუსტიციის სამინიტრომ მისცა.
საბჭოს წევრებმა დღეს ნინო გვენეტაძის ინიციტივა ჩააგდეს, რომელიც 68 ვაკანტურ თანადებობაზე მოსამართლეთა კონკურსის წესით დანიშვნას ითავლისწინებდა.
გვენატაძის ამ წინადადებას მხარი მხოლოდ არარმოსამრთლე წევრებმა დაუჭირეს, რაც არასკმარისი აღმოჩნდა. სამაგიეროდ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და 68-დან 7 მომასრთლის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურება კონკურისს გარეშე მოხდება.
უახლოეს დღეებში კი დარჩენილ 61 ადგილზე სავარუდოდ კონკურსი გამოცხადდება.
ავტორები: სოფო ზურაბიანი.