20 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"იუსტიციის საბჭო არის არაეფექტური"- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაეფექტურ საქმიანობაში ადანაშაულებს. განცხადება ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საუბარი ეხება გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც 7 მოსამართლე კონკურსის გარეშე პირველი ინსტანციიდან აპელაციაში დაწინაურდება.

"იუსტიციის საბჭო არის არაეფექტური, ეს არაეფექტურობა აღრმავებს სასამართლო სისტემაში გამოწვევებს. ნაცვლად იმისა, რომ საბჭომ  ამ გამოწვევების აღმოსაფხვრელად კარგად გააზრებული და სისტემური ცვლილებები გატაროს, საბჭო გამოწვევების აღმოფხვრას დაუსაბუთებელი, არაარგუმენტირებული გადაწყვეტილებებით ცდილობს, რომელთა რეალური მოტივაცია აჩენს არაერთ კითხვას.

კანონპროექტები შეიცავს ხარვეზებს. ჩემთვის ცალსახაა, რომ მოსამართლე წევრები, რომლებიც აპელირებენ, რომ ეს კანონები საფრთხის შემცველია. სასამართლო დამოუკიდებლობისთვის მათი ქმედებები არათანმიმდევრულია. არანაკლებ საფრთხის შემცველია ის გადაწყეტილება, მოსამართლე წევრების მხრიდან, რომელიც მათ ზარ-ზეიმით გუშინ მიიღეს," - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. 

ამავე თემაზე განცხადება დღეს გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან მურუსიძემ.

"ნინო ფიქრობს, რომ სასამართო ინტერესებით მოქმედებს, მეც ასე ვფიქრობ. უბრალოდ ეს ორი აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. აქედან გამომდინარე გაიმარჯვებს ის, ვის აზრსაც უფრო მეტი საბჭოს წევრი დაეთანხმება. შეთანხმება გვქონდა, მე და ქალბატონ ნინოს, რომ ის მხარს დაუჭერდა იმ კანონს, რომელიც არის დღეს," - განაცხადა მურუსიძემ.

 

ავტორი: ანა წერეთელი 

ამავე თემაზე
დღის ამბები