20 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა უმრავლესობაში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მარიხუანას შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას გაირკვა, რომ აზრთა სხვადასხვაობაა უმრავლესობის დეპუტატებს შორის.

ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ კანონპრექტის მიღება იქნებოდა ერთგვარი „წახალისება“ მარიხუანას მომხმარებლებისთვის, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მომხმარებლების წინააღდეგ სისხლის სამართლებრივო პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას.

ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრის ფრიდონი საყვარელიძის განმარტებით, პასუხისმგებლობის მოხსნა გამოიწვევს მარიხუანას მომხმარებლების გაზრდას.

„როდესაც ვიღებდით კანონს ამნისტიის შესახებ, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვიდექით, მაგრამ ჩვენ 15 ათასზე მეტი ადამიანი გამოვუშვით გარეთ, იმიტომ რო ეს უნდა გვექნა. ახლა ვფიქრობ, რომ ეხლაც ასე უნდა ვქნათ, რომ დეკრიმინალიზაციას ხელი შევუწოთ,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის ზომად პატიმრობის გაუქმებას. კომიტეტის წევრთა მოსაზრებით, მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, თავისუფლების აღკვეთა უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომით უნდა ჩანაცვლდეს.

დღის ამბები