14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ჩვენი მიზანია სახელმწიფო პროგრამები უფრო ეფექტური და კერძო სექტორის საჭიროებებზე უფრო მორგებული გავხადოთ - ვახტანგ ცინცაძე

საქსტატის ახალ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, რომ სამომავლო მიზანია, კიდევ უფრო დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა:

"ჩვენი მიზანია უფრო ეფექტური გავხადოთ სახელმწიფო პროგრამები და უფრო მორგებული იყოს კერძო სექტორის საჭიროებებზე. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რათა კიდევ უფრო მიზნობრივი გახდეს კერძო სექტორის ხელშემწყობი ღონისძიებები. ეს საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და ზოგადად, გაიზარდოს მოსახლეობის შემოსავლები,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

დღის ამბები