30 დეკემბერი 2024,   22:02
ვრცლად
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს. მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიაში მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ გაფრთხილება გაჟღერდა.

განცხადებაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, იყვნენ ფხიზლად თუმცა ხაზგასმულია, რომ გაფრთხილება სტიქიის გარდაუვლობას არ ნიშნავს.

ეს გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიის კუნძულ კიუ-სიუს სამხრეთ ნაწილში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

დღის ამბები