საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა - მონაწილეობა ლევან დავითაშვილმა მიიღო.
სხდომა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები - სწორედ ეს თემები განიხილა კომისიამ.
საუბარი შეეხო ევროპასა და აზიას შორის ციფრული კორიდორის განვითარების საკითხებსაც.
"ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე - პოლიტიკურად. ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მომავალში ჩვენ ბევრი საერთო პროექტი გვაქვს, რომლის განხორციელებისთვისაც ორი ქვეყანა მჭიდროდ ითანამშრომლებს. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა მთავრობაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომა, სადაც ჩვენ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს,“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.