14 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრო ბიზნეს სექტორს თანამშრომლობის ახალ კონცეფციას - "ბიზნეს ასისტენტს" სთავაზობს

იუსტიციის სამინისტრო ბიზნეს სექტორს თანამშრომლობის სრულიად განსხვავებულ კონცეფციას - "ბიზნეს ასისტენტს" სთავაზობს. ახალი კონცეფცია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შექმნილი პროდუქტია, რომელიც საქმიან წრეებს სახელმწიფო სერვისებზე უფრო სწრაფ და კომფორტულ წვდომას გულისხმობს.

სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციასთან ერთად, ბიზნესი ისარგებლებს სპეციალური სივრცით, რომელიც თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლშია მოწყობილი, ასევე შესაძლებელი იქნება გასვლითი მომსახურებაც დედაქალაქის მასშტაბით სასურველ მისამართზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მეშვეობით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, სახელმწიფო სერვისებზე წვდომა გაუმარტივდებათ.

"ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს წარვუდგინეთ სრულიად ახალი პროექტი, რომელიც შემუშავებულია ბიზნეს სექტორთან ერთად, სახელწოდებით - "ბიზნეს ასისტენტი" ამ პროექტის მეშვეობით, ბიზნესისთვის შესაძლებელი იქნება, რომ სახელმწიფო სერვისებზე მათი ხელმისაწვდომობა გახდეს კიდევ უფრო მეტად სწრაფი, ეფექტიანი და კომფორტული", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები